ბიძინა გუჯაბიძე: ნინო წილოსანი საუკეთესო პარლამენტარი იქნება
“ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი ლანჩხუთის ოთხივე უბანში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
„მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მასწავლიდნენ, რომ შენი სოფლელი, შენი კუთხის შვილი არის შენი ოჯახის წევრი და ასევე მასწავლიდნენ მის გვერდში დგომას. სწორედ ახლა, 34 წლის ასაკში ჩემს თავში აღმოვაჩინე ძალა, რომ ვემსახურო ჩემს საყვარელ ხალხს, ჩემს გურულებს. ჩემი ერთადერთი მოტივაციაა, რომ თქვენთან ერთად ძალიან ბევრი გავაკეთო, რომ თქვენი გასაჭირი გახდეს ჩემი გასაჭირი, თქვენი პრობლემა გახდეს ჩემი პრობლემა და გპირდებით, როგორც საკუთარი თავისა და ოჯახისთვის ვიბრძოლებ, ისე ვიბრძოლებ თქვენთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე ასევე, ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი, დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე იმყოფებოდა. მან ადგილობრივებს წილოსანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ჩემო ლანჩხუთელებო, გარწმუნებთ, რომ დღეს გვყავს ისეთი მაჟორიტარობის კანდიდატი, როგორც აქამდე ლანჩხუთს არ ჰყოლია. ნინო წილოსანი საუკეთესო პარლამენტარი იქნება“, – განაცხადა გუჯაბიძემ.