თურქეთში „ბოევიკებთან“ შეტაკებისას სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დიარბაკირის პროვინციაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებთან“ შეტაკების დროს ერთი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, უშიშროების ძალებმა ერთი ტერორისტი გაანადგურეს. სპეცოპერაცია ამჟამადაც გრძელდება. ცნობისთვის, 2015 წლის ივლისში აღმოსავლეთ თურქეთში ქურთ „ბოევიკებსა“ და თურქ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორივე მხრიდან 8 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები