გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე რუსთავში უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე ქალაქის უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია ხშირი ურთიერთობა პარლამენტარებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატებმა შეხვედრაზე  „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. ამასთან, აღინიშნა, რომ ხელისუფლება სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
“მე რუსთაველი ვარ, ვცხოვრობ იმ ქალაქში, სადაც ჩემი მშობლები, შვილები, მეგობრები, ნათესავები, სადაც თქვენ ცხოვრობთ და ეს ჩემთვის დამატებითი მორალური ვალდებულებაა, რომ 4 წლის განმავლობაში მაქსიმალური გავაკეთო ქალაქისთვის”, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ. მისივე თქმით, რუსთავის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება უფროსი თაობის გამოცდილების გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები