ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს – „პოლიტიკურ შეფასებასაც ვითხოვთ თქვენგან, რადგან 2 კვირის შემდეგ არჩევნებია”

„ზოგიერთი რამ შეიძლებოდა უფრო ადრე შეცვლილიყო, ან იქნებ რაღაც დავაგვიანეთ და რაღაც შესაცვლელია, მაგრამ არ ყოფილა უხეში შეცდომა, ისეთი, რასაც შეიძლებოდა პრინციპული გავლენა მოეხდინა ეკონომიკაზე“, – ამის შესახებ საზოგადოება „მოქალაქის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელსაც ბიზნესმენები, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები და სპეციალისტები ესწრებიან.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შეიძლება ჩნდებოდეს გარკვეული კითხვები, პირველ რიგში, კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
”მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. ზოგიერთი რამ შეიძლებოდა უფრო ადრე შეცვლილიყო, ან იქნებ რაღაც დავაგვიანეთ და რაღაც შესაცვლელია, მაგრამ არ ყოფილა უხეში შეცდომა, ისეთი, რასაც შეიძლებოდა პრინციპული გავლენა მოეხდინა ეკონომიკაზე. შეიძლება გარკვეულწილად კითხვები ჩნდებოდეს, პირველ რიგში, კანონმდებლობასთან დაკავშირებით. შეიძლებოდა რაღაც კანონმდებლობა უფრო კარგად მოგვერგო ბიზნესზე. ალბათ ასეთი შენიშვნები გექნებათ, მაგრამ შენიშვნების დროს გთხოვთ, რომ პირობითი შეფასებაც გააკეთოთ. პოლიტიკურ შეფასებასაც ვითხოვთ თქვენგან, რადგან 2 კვირის შემდეგ არჩევნებია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები