ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესის, პოლიტიკისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს მიმართა

“თქვენ კარგად იცით მაკროეკონომიკაც და ძალიან კარგად შეგიძლიათ შეფასებები გააკეთოთ, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკა ქვეყანაში”, – ამ სიტყვებით ეკონომიკურ ფორუმზე ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესის, პოლიტიკისა და ექსპერტული წრეების ასამდე წარმომადგენელს მიმართა.
“რამდენად სწორად ვითარდება ეკონომიკა? ძალიან რთულია, ციფრებით შეაფასო ქვეყნის ეკონიმიკური სტრატეგია როგორია. ხშირად მიჭირს ავუხსნა მოსახლეობას, თუ რა გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ამას თქვენ ხედავთ, თქვენ გვერდიდან ხედავთ, ბევრს ჩემზე მეტი განათლება აქვს ეკონომიკურ საკითხებში. ძალიან კარგად იცით მაკროეკონომიკაც და ძალიან კარგად შეგიძლიათ შეფასებები გააკეთოთ. ამ მხრივ შესაძლებლობები გაქვთ. მაგრამ რამდენად ახერხებთ- მე მაქვს კითხვა, რომელსაც პირველად გეკითხებით- რამდენად აქტიურობთ და რამდენად ახერხებთ ანალიზის გაკეთებას, ან რამდენად ეხმარებით საზოგადოებას, რამდენად აქტიურები ხართ ამ მხრივ, რამდენად ცდილობთ, რომ თქვენც განუმარტოთ და თქვენი წვლილი მიიღოთ არჩევნებში”? – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები