“თავისუფალი დემოკრატების” გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სიმონ ქოჩორაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
როგორც ქოჩორაშვილმა განაცხადა, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო მიიღო.
“არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო მივიღე, რომელზეც დღეს საუბარი არ მსურს. მე არ ვაპირებ ჩემი გუნდის დატოვებას, ვრჩები “თავისუფალ დემოკრატებში” წევრად და აღნიშნული ფრაქციის წარმომადგენლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში“, – განაცხადა სიმონ ქოჩორაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები