სოსო შატბერაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერის სოსო შატბერაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე – მუქარის მუხლით არის აღძრული.
საუბარია მუქარის შემცველ წერილსა და სატელეფონო ზარზე. როგორც შატბერაშვილმა „კვირა TV“-ის გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა, მას ანონიმური წერილი გაუგზავნეს, სადაც მისი საარჩევნო კამპანიის შეწყვეტას მოითხოვენ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილების თვითმკვლელობამდე მიყვანით ემუქრებიან. შატბერაშვილის თქმით, წერილს წინ უძღვოდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი.14370377_519937808212407_5416139995031634099_n
შატბერაშვილის ბრალდებებს მოკლე კომენტარით უპასუხეს “ლეიბორისტულ პარტიაში“.
“ამ განცხადებაზე კომენტარისთვის დაურეკეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს და იქ გააკეთებენ შეფასებას, დამერწმუნეთ უფრო კარგი პასუხი ექნებათ“, – განუცხადა “კვირას“ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავა.
რაც შეეხება შატბერაშვილის განცხადებას,რომ მუქარის შემცველი ზარის ავტორი შალვა ნათელაშვილის პირადი მცველი – ვინმე თემურ წიკლაურია და ეს გამოძიებითაც დადგინდა, გუგავა კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს.
“უკვე გითხარით – ეს განცხადებები შეაფასებინეთ ფსიქიატრს“, -აღნიშნა გუგავამ.
როგორც შატბერაშვილმა „კვირა TV”-ის გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა, სატელეფონო ზარის შესახებ დუშეთის პოლიციას შეატყობინა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ზარის ავტორი შალვა ნათელაშვილის პირადი მცველი – ვინმე თემურ წიკლაურია. შატბერაშვილი აცხადებს, რომ თემურ წიკლაური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაკითხვაზე არ ცხადდება. ანონიმური წერილიც გადაცემულია დუშეთის პოლიციაში.
შატბერაშვილი მუქარაში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ადანაშაულებს და ეჭვობს, რომ ანონიმური წერილიც მისი ინიციატივით გაუგზავნეს. 14441076_519937978212390_7682690841564786209_n
„ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან მე მართმევენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, ვიყარო კენჭი, მემუქრებიან შვილებით და შეურაცხყოფას აყენებენ ჩემს გარდაცვლილ მშობლებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან დგას შალვა ნათელაშვილი და ეჭვი არ მეპარება, რომ ანონიმური წერილიც მისი ინიციატივით გამომიგზავნეს“, – აცხადებს შატბერაშვილი.
სოსო შატბერაშვილმა, რომელიც „მემარცხენე ალიანსის“ პარტიის დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო საარჩევნო კამპანია შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები