სასამართლომ მკვლელობის მცდელობაში და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტარებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული ერმილე აკოფაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და საბრძოლო მასალის – ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 იანვარს, 16:55 საათზე, ერმილე აკოფაშვილი მივიდა ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ზაზა ილურიძის მაღაზიასთან, ეჭვიანობის ნიადაგზე, ზაზა ილურიძის მოკვლის განზრახვით, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი „რგდ 5“-ის ტიპის ხელყუმბარა მაღაზიაში შეაგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ერმილე აკოფაშვილი იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საბრძოლო მასალის-ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერმილე აკოფაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები