ბიბილურიძის მტკიცებით, გირგვლიანის საქმეზე გაჩუმების სანაცვლოდ დათა ახალაიამ მას ციხეში 100 000 დოლარი შეუგზავნა

საქალაქო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე დღეს ჩვენება კიდევ ერთხელ მისცა ერთ-ერთმა ყოფილმა მსჯავრდებულმა, კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიხეილ ბიბილურიძემ.
დათა ახალაია მეუბნებოდა, სანდრო გირგვლიანის საფლავი უნდა ავაფეთქო, ამოვიღო სასახლე და მივუგდო ბადრი პატარკაციშვილსო“, – განაცხადა მან პროცესზე.
მისივე მტკიცებით, გირგვლიანის საქმეზე გაჩუმების სანაცვლოდ დათა ახალაიამ მას და გერონტი ალანიას ციხეში თანხა შეუგზავნა. ბიბილურიძე იმ პრივილეგიებზეც საუბრობს, რაც მას ციხეში ყოფნის დროს ჰქონდა.
ახალაიას მიერ შემოგზავნილმა თანხამ საერთო ჯამში დაახლოებით 100 ათასი დოლარი შეადგინა. ციხეში სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ პირობებში ვიყავი. მნახველების შემოსვლა ჩვენთან შეზღუდული არ იყო. პრობლემა არასდროს შეგვქმნია. 4 თვე ნახევარი ვიყავით და ამ პერიოდში ერთხელ მოვიდა დათა ახალაია“, – განაცხადა ბიბილურიძემ.

მანვე, ოქროყანის ტრაგედიის დღე კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა.

„დამირეკა ალანიამ, წავედით მთაწმინდისკენ. მივედით ოქროყანის სასაფლაოსთან. ადგილზე დავინახეთ, რომ დავით ქოქიაშვილს ერთ-ერთი პირი ძირს ჰყავდა დაგდებული. პირით ზევით დაწვენილი იყო. ქოქიაშვილი თავთან იყო და ზედ ფეხი ედგა. დავალებებს პირადად დათა ახალაიასგან ვიღებდი. მე და სამმართველოს ერთ-ერთ თანამშრომელს ავთანდილ აფციაურს, ლევან ბუხაიძე გვებარა, დავით ქოქიაშვილს და რამდენიმე სამართალდამცავს კი სანდრო გირგვლიანი. ბუხაიძეს და გირგვლიანს ერთმანეთთან რამდენიმე ათეული მეტრი აშორებდათ. გასროლის ხმა გავიგეთ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ქოქიაშვილს გაუვარდა იარაღი. მერე ისმოდა გაურკვეველი ხმები. შემდეგ ჩამოვიდა და თქვა, რომ გაიქცა ის ნაბიჭვარიო“, – განაცხადა ბიბილურიძემ საქალაქო სასამართლოზე დაკითხვის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები