საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ კაბელებისა და გიგი უგულავას საქმის განხილვა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას გაერთიანებული საქმეების განხილვა ამ წუთებში გრძელდება.
მხარეები გაერთიანებულ საქმეებზე 4 მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ. შუამდგომლობა სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა.
პარლამენტის წარმომადგენელი ქეთევან ერემაძისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილებას ითხოვდა. ე.წ. კაბელების საქმისა და გიორგი უგულავაც ადვოკატები კი ითხოვდნენ საქმიდან მერაბ ტურავას და ოთარ სიჭინავას აცილებას.
სასამართლო პროცესი დღეს 16:00 უნდა განახლებულიყო, თუმცა ერთი საათით გადაიწია და 17:00 განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები