გორში 14 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

გორში, ქალაქის ცენტრში 14 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც „კვირას“ გორის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების მანქანით გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„კვირას“ ინფორმაციით, არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც “კვირას” გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს, მოზარდი ამ წუთებში გამოკვლევაზეა შეყვანილი და არ გამოირიცხება მისი რეანომობილით თბილისში გადაყვანა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები