პარლამენტი დღეს საზმაუს წევრობის ოთხ კანდატს უყრის კენჭს

   პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ოთხ კანდიდატს კენჭს დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყრის. უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატები, საპარლამენტო უმცირესობასთან შეთანხმებით, პარლამენტს დასამტკიცებლად დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურას წარუდგენენ. უმცირესობა კვლავ ნინია კაკაბაძეს დაასახელებს. კანდიდატს არ ცვლის აჭარის უმაღლესი საბჭო, რომელიც გენადი გელაძეს წარადგენს, ხოლო სახალხო დამცველი კვლავ ლელა გაფრინდაშვილს ასახელებს. უმრავლესობა კანდიდატებზე ვერ შეჯერდა. შესაბამისად, არცერთ კანდიდატს არ წარადგენენ. ამ დროისთვის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატია დამტკიცებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები