ოდესაში ნასვამმა მძღოლმა სამი წლის ბავშვი გაიტანა
ოდესის ოლქში დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა სამი წლის ბავშვი გაიტანა. უბედური შემთხვევა ბელიაევსკის რაიონში მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
ოდესის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, დასახლება ხოლოდნაია ბალკაში მძღოლმა ქალი და ბავშვი გაიტანა. ბავშვი დაიღუპა, ქალმა კი სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ნასვამი იყო. მიმდინარეობს გამოძიება.