ბიძინა ივანიშვილი-რესპუბლიკელებზე: მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, პინგ-პონგის თამაშს არ ვაპირებ
“მაგათ მეტი საქმე არ აქვთ როგორც ჩანს”, – აღნიშნული შეფასება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ მისამართით გააკეთა.
ყოფილი პრემიერის ამგვარი შეფასება „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარტიის ერთ-ერთი წევრის, დავით ბერძენიშვილის მიერ პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან განხორციელებული ზარის გამო დაიმსახურა.
„რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაკავშირებით ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგპონგის თამაშს არ ვაპირებ, მათ ყველა განცხადებას რომ პასუხი გავცე. პინგპონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს“, -განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ მისამართით ყოფილმა პრემიერმა.