მედია: აშშ იმედგაცრუებულია, მაგრამ მოლაპარაკებებში რუსეთის ულტიმატუმით გაკვირვებული არ არის

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის მიერ უკრაინისთვის წაყენებული ულტიმატუმის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.

როგორც ABC News-ი იუწყება, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი „იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ არა გაკვირვებულები“ რუსეთის მოთხოვნების ვრცელი სიით, რომლებიც, მათი თქმით, უნდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის უნდა შესრულდეს.

ოფიციალურმა პირებმა კრემლის მოთხოვნები მიუღებლად შეაფასეს როგორც კიევისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის და ისინი მოსკოვის მხრიდან რეალური მოლაპარაკებების გადადების მცდელობად მიიჩნიეს.

მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დაწყებამდეც კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მზარდი იმედგაცრუება გამოხატა მშვიდობისკენ მიმავალი პროგრესის არარსებობის გამო.

თეთრ სახლთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ტრამპმა ბოლო დროს ომისგან დისტანცირება დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ადრე უკრაინაც და რუსეთიც გააკრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ადრე მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციებით დაიმუქრა, 2 ივნისს გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ის მხრიდან არანაირი პრაქტიკული ზომები არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები