ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილი, კოდუა და სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო
ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ სამივე ბრალდებული – შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე დამნაშავედ ცნო.
მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდა. კოდუასა და სირაძეს კი 9-9 წლიანი პატიმრობა და ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს. მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ.