ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს: კრიმინალები მიგვანიშნებენ წესრიგისკენ

“ის, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილების გრძნობა დარჩა, ჩემი აზრით, ამის მიზეზი არა დასჯილთა რაოდენობა, არამედ ისაა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ძველი მეთოდებით მოქმედებას და ეს საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ მათ საკუთარ ქმედებებზე პასუხი ვერ აგეს.
ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება, “ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დაპირებებზეც გაამახვილა.
„პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ვაცხადებდი, რომ ნიუნბერგის პროცესი საქართველოში ალბათ არ უნდა შედგეს და მე ვფიქრობ, რომ არც უნდა შემდგარიყო. ის, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილების გრძნობა დარჩა, ჩემი აზრით, ამის მიზეზი არა დასჯილთა რაოდენობა, არამედ ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავისი მეთოდის შენარჩუნებას. ძალადობა, რაც იყო მათი ძირითადი იარაღი, რაც შერჩათ ინსტრუმენტი – საუბრის და სიცრუის დონეზე, აგრესიული გამონათქვამების დონეზე, დღეს ისევ თავხედურად, კრიმინალები მიგვანიშნებენ წესრიგისკენ. გუშინ თბილისში ვარაზის ხევზე ავდიოდი და ვნახე რეკლამა – მელია და ხოშტარია ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას ერთად – ნახეთ როგორი დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება, როგორ ოსტატურად ცრუობენ – 50 ლარი რეალურია, შემდეგ 45 ათასი სამუშაო ადგილი გაუგებრობაა, პრინციპში რა დროში და როგორ შექმნიან, არავინ არ შეეკითხება, მაგრამ მესამე ეწერათ საოცრება – ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. მე პირდაპირ ხოშტარიასა და მელიაზე არ მინდა ვთქვა, მაგრამ ის, რომ პარტიების წევრებიდან ბევრი კრიმინალი იყო…. პოლიტიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას. აი ეს არის ის აგრესია, რაც აუტანელი და მიუღებელია საზოგადოებისთვის და ჩნდება ისევ განცდა, რომ ვერ დაისაჯნენ, მათ პასუხი ვერ აგეს“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები