საია: წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს

საია-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს.
“რაიმე განსაკუთრებით მძიმე ან მასშტაბური დარღვევები გამოკვეთილი არ არის. ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, პარტიების მხრიდან ურთიერთბრალდებები, აჩენს რისკებს, რომ შესაძლოა მშვიდი გარემო უფრო პოლარიზებულ და დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიაში გადაიზარდოს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა იმოქმედონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის სრული დაცვით და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ თითოეული დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საია-ს რეკომენდაცია ძირითადად მიმართულია სამართალდამცველი ორგანოების და უწყებათაშორისი კომისიის მიმართ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ყველა იმ ფაქტზე და დარღვევაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, აუცილებელია დროულად მოხდეს რეაგირება, შსს-მ დროულად შეისწავლოს ყველა ფაქტი და საზოგადოებისათვის  დროულად გახდეს ცნობილი გამოძიების შედეგები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები