ირაკლი ოქრუაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

გორის მაჟორიტარობის კანდიდატი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.
როგორც ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი სახელით ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არავის ჰქონია.
„მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამას წინათ ერთმა სოფლის ადვოკატმა, ინტრიგანმა ნოზაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 13 სექტემბრიდან ვიმყოფებოდი საავადმყოფოში და ამ ფაქტთან არანაირი შეხება არ მქონია, ისევე, როგორც არც ერთ ჩემს წარმომადგენელს მსგავსი ფაქტი არ ჩაუდენია. ჩემი სახელით არავის არ გაუკეთებია მსგავსი რამ. თუ ვინმემ ეს გააკეთა შეგნებულად, რომ ჩვენს სახელს ჩრდილი მიაყენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილმა.
„ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“ უწოდა ირაკლი ოქრუაშვილმა გორის მერიის მიერ პლაკატებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მანვე მედიის წარმომადგენლებს ქალაქში გადაღებული ფოტომასალაც წარუდგინა, სადაც ერთ შემთხვევაში ოქრუაშვილის სააგიტაციო პლაკატებზე წითელი საღებავია შესხმული, მეორეგან კი მის საარჩევნო პლაკატებზე ზემოდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატებია გადაკრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები