„თავისუფალი და არაძალადობრივი არჩევნების საკითხზე პარტიების მხრიდან არ უნდა არსებობდეს არავითარი „მაგრამ“

„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა. დავით უსუფაშვილმა მემორანდუმს ხელი სპეციალურ პრესკონფერენციაზე მოაწერა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა,  „რესპუბლიკური პარტიისთვის“ სამართლიანი, თავისუფალი და არაძალადობრივი არჩევნები პოლიტიკური ცხოვრების კრედოა.
„მეოთხე დღეა ვიღებ კითხვებს, თუ რას ვაპირებთ მემორანდუმთან დაკავშირებით. ოთხი დღეა ვიმეორებ, მანახეთ მემორანდუმი, რომ ხელი მოვაწერო. „რესპუბლიკური პარტიისთვის“ სამართლიანი, თავისუფალი და არაძალადობრივი არჩევნები არის არა პიარაქცია, არამედ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების კრედო. ასეთი არჩევნების გარეშე ჩატარებულ პროცესს შეუძლებელია არჩევნები ეწოდოს. ასეთი არჩევნები ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, არ იყო სამართლიანი და არ იყო არაძალადობრივი. ჩვენ თავისუფალი არჩევნების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, რაც კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის მონაპოვარი იყო. ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება ყველას მხრიდან – სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რომელთა ექსკლუზიური მოვალეობაა ძალადობის პრევენცია და დამნაშავეთა დასჯა. ამასობაში, პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ საკითხზე არ უნდა არსებობდეს არავითარი „მაგრამ“, „თუ“, „თუკი“, „გუშინ იმან ეს ქნა“, „გენდობი“, „არ გენდობი“ და ა. შ. ეს ის საკითხია, რაზეც ყველამ თამამად უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ურთიერთგამკლავების ეპოქა დავასრულეთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები