თამარ ჩუგოშვილი : 2011 წლის 25 მაისს მე გავაკეთე აქციის გამართვის სამართლებრივი შეფასება და ამ შეფასებას ვიზიარებ დღესაც

„ეს იყო კრიმინალი, რა ზომაც და ფორმაც გამოიყენა სახელმწიფომ. ეს იყო ცალსახა კანონდარღვევა“,- ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. რაც შეეხება მის მიერ აღნიშნულ საკითხზე 2011 წლის 25 მაისს გაკეთებულ განცხადებას, როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, მან მაშინ აქციის გამართვის სამართლებრივი შეფასება გააკეთა. ჩუგოშვილის თქმით, ის აღნიშნულ შეფასებას დღესაც იზიარებს.
მისივე თქმით, არც მას და არც სხვას უთქვამთ, რომ დარბევა შეიძლებოდა განხორციელებულიყო.
„ეს იყო კრიმინალი, რა ზომაც და ფორმაც გამოიყენა სახელმწიფომ. ეს იყო ცალსახა კანონდარღვევა. რაც შეეხება აქციის გამართვას, 25 მაისს მე გავაკეთე სამართლებრივი შეფასება და ამ შეფასებას ვიზიარებ დღესაც. ასეთ შემთხვევაშიც კი არ შეიძლება ძალის გადამეტება, თუმცა სახელმწიფომ არა თუ ძალას გადაამეტა, არამედ ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაული და ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვისი ბრალიც არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელსაც იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, იყო თითქმის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია დაკავებული და ნაწამები ადამიანების დასახმარებლად. ჩუგოშვილის მტკიცებით, საერთაშორისო საზოგადოებამ მომხდარის შესახებ სწორედ “საიასგან” შეიტყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები