პაატა ჯიბლაძე: შალვა ნათელაშვილის მხრიდან ჟურნალისტების ლანძღვა ჩვეულებრივ მოთხოვნად იქცა

„მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ყოფილი ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტების შეურაცხყოფის გამო გააკრიტიკა. ჯიბლაძე ნათელაშვილს ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის დროს ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
“რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “ობიექტივის” ერთ-ერთმა წამყვანმა, ილია ჩაჩიბაიამ გამოაქვეყნა მისი პირადი ჩანაწერი, სადაც შალვა ნათელაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს მას, მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავის გადაცემაში მოიწვია “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი. ეს პირველად არ მომხდარა. გავახსენებ საზოგადოებას ნათელაშვილის უბინძურეს სიტყვებს ჟურნალისტ მირანდა კალანდაძის მიმართ, ასევე ჟურნალისტ დიანა ლიპარტელიანის მიმართ. მან აქცია წესად ჟურნალისტების შეურაცხყოფა და უხამსი სიტყვებით გინება. ეს არ ეკადრება, არათუ პოლიტიკოსს, არამედ არანაირ კაცს. მე მოვუწოდებ სრულიად მასმედიას, რომ გამოუცხადონ სოლიდარობა ამ ჟურნალისტებს, რადგან მსგავსი მასმედიის წარმომადგენლებზე აღარავინ გაბედოს”, – განაცხადა  ჯიბლაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები