სოზარ სუბარი: ოთხ წელიწადში არც ერთი დევნილი ოჯახი ცუდ პირობებში აღარ იცხოვრებს

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური და რომან გაბუნია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად ფოთში ჩავიდნენ.
,,ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარმატებული ბიზნესმენია, ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტშიც და დარწმუნებული ვარ, რომ იზრუნებს ფოთის მოსახლეობაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიმართა სოზარ სუბარმა ფოთში შეკრებილ ამომრჩეველს.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, სოზარ სუბარმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას, ასევე ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აუხსნა, რომ მთავრობა ზრუნავს პენსიების გაზრდასა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარებაზე და ამისათვის ქმედითი ნაბიჯები იდგმება, მუშაობს სახელმწიფო პროგრამები.
მისი თქმით, ოთხ წელიწადში არც ერთი დევნილი ოჯახი ცუდ პირობებში აღარ იცხოვრებს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად მისულ ფოთელებს მიმართა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმაც.
“ჩვენ აქ ჩამოვედით ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად. რატომ უნდა დაუჭიროთ ირაკლი ხახუბიას მხარი? იმიტომ, რომ მას ეყოლება მინიმუმ 100 მეგობარი და თანამოაზრე პარლამენტში, უმრავლესობა, და მას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რასაც დაგპირდებათ, გააკეთოს ყველაფერი”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
დევნილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემაც.
„ჩვენ დღეს ენგურის ხიდზე ვიდექით და ვიყურებოდით გაღმა. ძალიან გვინდოდა გადასვლა, მაგრამ ვერ გადავედით და დამერწმუნეთ, მოვა დრო, რომ ეს ბავშვები იქ მშვიდობიანად გადავლენ. თქვენს მშვიდობიან დაბრუნებას გაუმარჯოს“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
შეხვედრა ფოთში „ახალი რაიონში“ გაიმართა.
დასახლება ევროკავშირის დახმარებით აშენებული 1168-ბინიანი 32 კორპუსია, რომელიც 3 111 იძულებით გადაადგილებული პირისთვის ევროკავშირისა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები