ირაკლი კობახიძე ამომრჩევლებისგან პირადი ნომრების გამოთხოვას კატეგორიულად უარყოფს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, საარჩევნო კამპანია „კარდაკარის“ დროს ამომრჩევლებისგან პირადი ნომრების გამოთხოვას არ ადასტურებს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიისთვის ამგვარი ქმედება მიუღებელია.
”კარდაკარის დროს ამომრჩევლებისაგან პირადი მონაცემები შეიძლება მოითხოვონ, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში საუბარია პირადი ნომრის და ასეთი ტიპის მონაცემების გამოთხოვაზე, ეს ჩვენთვის მიუღებელია. თუკი ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, მზად ვართ, რეაგირებისათვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები