მამუკა კაციტაძე: მემორანდუმი ხელისუფლებამ თავის უწყებებს გაუფორმოს

„მემორანდუმი არის „ქართული ოცნების“ მოგონილი ახალი ხრიკი“,- ამის შესახებ პორტალ „კვირას” პრესკლუში “ახალი მემარჯვენეების” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
“მე არც მემორანდუმის ტექსტი ვიცი და რომც ვიცოდე, ხელსუფლებას ვურჩევ, საკუთარ უწყებებს გაუფორმოს მეომრანდუმი“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კაციტაძე ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ჩანაწერის გავრცელებასაც გამოეხმაურა და მის გავრცელებაში ხელისუფლება დაადანაშაულა.
“არის ისეთი ვერსიაც, რომ ჩანაწერი საუბრის ერთ-ერთმა მონაწილემ გაავრცელა, თუ ეს ასეა, გამოძიება რატომ არ მუშაობს ამ მიმართულებით? როცა ბურჭულაძე დაკითხეს, ამ კუთხით არაფერი უკითხავთ. მათი მხრიდან აქცენტი გაკეთდა საუბრის შინაარსზე და არა გავრცელებაზე. თუ საუბარი ერთ-ერთმა მონაწილემ ჩაწერა და გაავრცელა, მაშინ პირდაპირ ლუსტრირებულია სიტუაცია. დაინტერესდეს ძიება ვისი ინტერესი იყო ამ ჩანაწერის გავრცელება“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები