ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე არ შეუერთდება ამ მემორანდუმს, ეს მიგვანიშნებს, ვინ რა განზრახვით მოქმედებს ამ საარჩევნო პროცესში

„თუ ვინმე არ შეუერთდება ამ მემორანდუმს, ეს იქნება ძალიან მარტივი სიგნალი, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, თუ ვინ რა განზრახვით მოქმედებს ამ საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
„ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია, ვის რა განზრახვა აქვს, რა მეთოდების გამოყენება სურთ თავიანთი ზრახვების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ, თუ ვინმე არ შეუერთდება ამ მემორანდუმს, ეს იქნება ძალიან მარტივი სიგნალი, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, ,თუ ვინ რა განზრახვით მოქმედებს ამ საარჩევნო პროცესში“,- აღნიშნა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა ყველა საარჩევნო სუბიექტს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ამ მიზნით, ყველა საარჩევნო სუბიექტს მოუწოდებენ შეუერთდნენ შესაბამის მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები