ბიძინა ივანიშვილი „ჰეროკრატიაზე“: პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ვერ უყურა, ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი

„ საქართველომ გამოიარა ომები, ნგრევა, მაგრამ საკუთარი ხელისუფლების ასეთი ზეწოლა შეიძლება იყო უპრეცედენტო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ფილმ „ჰეროკრატიის“ შეფასებისას განუცხადა.
ივანიშვილის თქმით, ფილმი გადაღებულია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და წარმოადგენს იმ დანაშაულს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ხალხის წინაშე სჩადიოდა.
„ ამ ფილმს, ამ მხრივ, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერმა აღნიშნა, რომ „ჰეროკრატიის“ „პირველ-ორ სერიას მისმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, რადგან ცუდად გახდა.
„პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა – ცუდად გახდა. მე რომ ვუყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ე.ი. მომეწონა. კარგად აღადგინა, რაც ხდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერი ფიქრობს, რომ ასეთივე შთაბეჭდილებას ფილმი უცხოელებზე ვერ მოახდენს.
„კარგად ვიცოდით, რა ხდებოდა, შესაბამისად, როდესაც საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, განსხვავებული განცდები ექნება, ვიდრე როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე უყურებს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რეალობაზე“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“- სა და „ტაბულას“ არ აწყობთ აღნიშნული ფილმის რეიტინგი, ისინი თანაუგრძნობენ ხელისუფლებას, რომელმაც ფილმში ასახული დანაშაულები ჩაიდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები