ბიძინა ივანიშვილი: ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო

“ხელისუფლების ვალდებულებაა, აღკვეთოს პროვოკაციები, მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ ნებისმიერ პროვოკაციაში  წინასწარ ხელისუფლება დავადანაშაულოთ”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მშვიდობის მემორანდუმის შედგენის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო.
„წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია და ძირითადად მათივე აგრესიული გამოვლინებებია დაპირისპირება, როცა ერთი გუნდი ატარებს აქციას და მიდიან სხვები. როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში, საშუალება არ გვქონდა გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით. ძალიან აქტიურობდნენ ე.წ. ზონდერები და ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა შეხვედრა. დღევანდელი ხელისუფლება, ჩემი აზრით, ამ მხრივ პრობლემებს არ ქმნის, ცალკეული პროვოკაციები არის, არის სხვადასხვა პარტიებიდან, ძირითადად გასაგებია, საიდანაც, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა და ეს ინიციატივაც შემთხვევითი არ არის.
ხელისუფლების ვალდებულებაა, აღკვეთოს პროვოკაციები, მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ ნებისმიერ პროვოკაციაში, ვისგანაც არ უნდა იყოს ინსპირირებული, წინასწარ ხელისუფლება დავადანაშაულოთ. ყველა პარტია უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები