მამუკა კაციტაძე: ერთი ქარელელი ან ჩუღურეთელი თუ დატოვებს პარტიას, ამით პარტია არ დაიქცევა

ბლოკში მისული ადამიანები, სიტუაციის მიუხედავად, უნდა დაემორჩილონ ბლოკის ლიდერის მოთხოვნებს, – ამის შესახებ პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალი მემარჯვენეების” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე ბურჭულაძის ბლოკიდან წევრების წასვლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აბრალებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ბურჭულაძის პარტიის წევრები პარტიაში მისვლის შემდეგ სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ.
“გასაგებია, რომ ზოგიერთი ადამიანი მივიდა ბურჭულაძის პარტიაში, მაგრამ შემდეგ შეიქმნა ბლოკი და ყველა უნდა დაემორჩილოს ლიდერის გადაწყვეტილებას ან დატოვოს ბლოკი. ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“, ვართ პარტია, მაგრამ გავერთიანდით ბლოკში. ერთი ქარელელი ან ჩუღურეთელი თუ დატოვებს პარტიას, ამით პარტია არ დაიქცევა,“ – განაცადა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები