პროკურორი: მომიტინგეები განზრახ მოაქციეს ალყაში, 26 მაისის სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა მომიტინგეების დასჯას

2011 წლის 26 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა აქციაში მონაწილე მომიტინგეების სამაგალითო დასჯას. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე აქამდე უცნობი ვიდეომასალა მოიპოვა. წიკლაურის მტკიცებით, წარმოდგენილი ვიდეომასალით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავისუფლების მოედნის მხარეც სრულად იყო გადაკეტილი კუდ-ისა და შს სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ, მომიტინგეები განზრახ მოაქციეს ალყაში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოხდა მათი მასობრივი დაკავება. მაშინ, როდესაც ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესებზე ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ თავისუფლების მოედნის მხარეს სამართალდამცავებს დატოვებული ჰქონდათ ღია გასასვლელი და მომიტინგეებს შეეძლოთ ტერიტორიის თავისუფლად დატოვება.
როგორც ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა არა საპროტესტო აქციის დაშლას, არამედ აქციაში მონაწილე მომიტინგეების სამაგალითო დასჯას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები