შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

ე.წ. 26 მაისის საქმეზე, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, ლორთქიფანიძეს  საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით, გონივრული დრო მიეცა.
„საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებეთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები