სასამართლომ ოლგა ჩურკანოვას საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუადგომლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილ-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლის, ოლგა ჩურკანოვას საქმეზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას ქვეყნიდან გაუსვლელობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ მიიღო.
პროკურორი თეიმურაზ ჯალაღონია ასევე, 2 000 ლარის ოდენობის გირაოს და შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიებას ითხოვდა, თუმცა მას ადვოკატი და თავად ბრალდებული არ დაეთანხმნენ.
ოლგა ჩურკანოვას მიმართ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს. საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე კომისიის დროებითი წევრს “ქართული ოცნებიდან” ელგა ცანავას და კომისიის მდივან ნინო დანელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები