ხელოვნური ინტელექტი ძუძუს კიბოს მედიკოსებზე 30-ჯერ უფრო სწრაფად ადგენს

მეცნიერებმა კომპიუტერული პროგრამა შექმნეს, რომლის მეშვეობითაც, მამოგრაფიის მონაცემებზე დაყრდნობით, ძუძუს კიბოს დადგენა 30-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ამას ექიმები ახერხებენ. ამის თაობაზე გამოცემა „Cancer“ იუწყება.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის პრინციპზე შექმნილი ალგორითმი ბიოფსიების რაოდენობას შეამცირებს, რომლებიც სიმსივნის დასადგენად არის აუცილებელი. პროგრამამ მამოგრაფიის 500 სხვადასხვა მონაცემი შეისწავლა და რამდენიმე საათში ზუსტი შედეგი გამოაქვეყნა.
როდესაც ხელოვნური ინტელექტის დასკვნები ჩვეულებრივი მეთოდით მიღებულ შედეგებს შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ის 99%-იანი სიზუსტით არის მიღებული. ამასთანავე ამ რაოდენობის პაციენტისთვის დიაგნოზის დასასმელად ექიმებს 500 საათი დასჭირდებოდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები