კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძიების დავალება მივიღე

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი“ , რომელიც ე.წ. ნავთლუღის საქმეზე დაიკითხა, აცხადებს, რომ დავით ჩხატარაშვილისგან, რომელიც დათა ახალაიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მიიღო დავალება, რომ აღნიშნული სპეცოპერაციისთვის ცრუ მოწმეები მოეძებნა.
“დავით ჩხატარაშვილმა მითხრა, მომეძებნა ორი პიროვნება, რომლებიც იტყოდნენ, რომ შეესწრნენ სამი ადამიანის მიერ შეიარაღებულ წინააღმდეგობას. მე შევარჩიე ორი პირი, რომელთა შესაძლებლობებსაც ვიყენებდი ოპერატიული საქმიანობის მასალების შეგროვებისას”, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.
როგორც მერებაშვილმა აღნიშნა, ის უშუალოდ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა და შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც სროლების ხმა გაიგო.
როგორც მოწმემ აღნიშნა, როდესაც ის ავტოსადგურში მივიდა, სამი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო, მათ წინ იარაღი ეყარა, ხოლო ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე შალვა თათუხაშვილი, გიორგი დგებუაძე და სხვა პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები