დათა ახალაიასთვის დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა საქმიდან თვითაცილება მოითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე იხილება, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას სახაზინო ადვოკატმა საქმიდან თვითაცილება მოითხოვა. ამის მიზეზი პროცესზე ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის გამოცხადება გახდა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომებს არ ესწრებოდა.
როგორც პროცესზე სახაზინო ადვოკატმა განაცხადა, ის საქმის მასალებს გაეცნობა და ამის შემდეგ ჩაერთვება განხილვებში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალაიას ადვოკატი პროცესზე არ გამოცხადდება.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ პროცესი, რომელიც 13 სექტემბერს ჩაინიშნა, ბრალდებულ ახალაიას სახაზინო ადვოკატი დაიცავს. დღევანდელ პროცესზე, სადაც ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, დათა ახალაიასა და გია დგებუაძის იგივე „მასტერას“ საქმე იხილება, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერაბაშვილი დაიკითხება.
ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმე, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი მერაბაშვილი იმ ჩვენებებზე ისაუბრებს, რომელიც კუდის ყოფილმა თანამშრომლებმა მაშინ გამოძიებას მისცეს, თუმცა პროკურორის განცხადებით, ეს პირები სპეცოპერაციის ადგილზე არ ყოფილან. დაგეგმილია ასევე ერთ-ერთი მოკლულის ძმის დაკითხვაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები