ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცის გვამი იპოვეს

ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებმა 40 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს. შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი მოკლულია. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავა.
უწყების ცნობით, მამაკაცი არც ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და არც ცივი იარაღით. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შელაპარაკების შედეგად წამოწყებული ჩხუბის დროს მამაკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები