პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეს ბრალი წაუყენა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს, ოლგა ჩურკანოვას ბრალი წაუყენა.
როგორც “კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს, ჩურკანოვა დაკავებული არ არის. უწყება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.
ოლგა ჩურკანოვას წინააღმდეგ საქმე აღძრული სსკ-ის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.
საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე კომისიის დროებითი წევრს “ქართული ოცნებიდან” ელგა ცანავას და კომისიის მდივან ნინო დანელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები