შალვა რამიშვილი – შალვა ნათელაშვილის ნათესავები ფიწლებით და ცელებით დაგვხვდნენ

გადაცემის “აკრედიტაციის გარეშე” წამყვანი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ნათესავებმა მას და ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც შალვა რამიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, შალვა ნათელაშვილის მეუღლემ მას საცხოვრებელი სახლის შემტვრევა და ფიზიკური შეურაცხყოფა დააბრალა.
“მოკლედ ვითარება არის ასეთი: ვაკეთებდი “აკრედიტაციის გარეშეს” შალვა ნათელაშვილზე. ვიყავი კეთილგანწყობილი, რადგან მიმაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ ბევრი ბრალდება არადამაჯერებელია. გაუფრთხილებლად მივადექი მის სახლს ბაზალეთში. გაუფრთხილებლად იმიტომ, რომ ასეთია ჩემი გადაცემის ფორმატი. დაგვხვდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებითა და ცელებით. უშვერი სიტყვებით გვაგინეს და თითქმის გალახეს ჩემი ოპერატორები.
მერე შალვას ცოლმა, ბელამ დაურეკა პოლიციას და იჩივლა, თითქოს კარები შევუმტვრიე და მას, ანუ ბელას, სახეში მუშტი ჩავარტყი. პოლიციამ საქმე აღძრა ორი მუხლით და დამკითხა. ეს ქალი ცრუდამსმენია და პროვოკატორი. გაოგნებული ვარ. ჯერ დახვედრით, ხოლო შემდეგ ამ ქალბატონის პროვოკატორობით. გადაცემას იხილავთ მალე, სად და როდის, ამას დამატებით გეტყვით”,- წერს სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები