ამ დროისთვის ბანკებში ვერ აკონკრეტებენ, რა თანხა გაიტაცეს თავდამსხმელებმა

„საქართველოს ბანკსა“ და „ლიბერთი ბანკში“ ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, თუ რა რაოდენობის თანხა გაიტაცეს თავდამსხმელებმა.
როგორც „კვირას“ „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს, ამ დროისათვის, საგამოძიებო მოქმედებების გამო, მიმდინარეობს ბანკის თანამშრომლების დაკითხვა.
მათივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების მიზეზით, ბანკის თანამშრომლებს ფილიალებში არ უშვებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე თავდასხმა მოხდა. რა დროსაც, ერთდროულად ორმა შეიარაღებულმა პირმა სავაჭრო ცენტრში მდებარე 2 ბანკი დააყაჩაღა.
შემთხვევა ვაზისუბნის დასახლებაში მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან ფული ტომრით გაიტანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 179 – ე მუხლითაა აღძრული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები