ყაჩაღობა თბილისში – თავდამსხმელებმა ბანკებიდან ფული “ტომრით” გაიტანეს

თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე თავდასხმა მოხდა – ორმა შეიარაღებულმა პირმა სავაჭრო ცენტრში მდებარე 2 ბანკი დააყაჩაღა.
შემთხვევა ვაზისუბნის დასახლებაში მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან ფული ტომრით გაიტანეს.
“დერეფანში შემოცვივდნენ ავტომატიანები. სახეზე ნიღბები ეკეთათ და რამდენჯერმე გაისროლეს კიდეც. მე “საქართველოს ბანკის” სალაროსთან ვიდექი. ავტომატიანი მოვარდა, ბანკის თანამშრომელს იარაღი დაუმიზნა და უყვირა, ჩქარა ფულიო. გოგონამ ამოიღო და ფული თეთრი ტომრით მიაწოდა. მერე ყველანი იატაკზე ვიწექით და მეტი არაფერი დამინახავს. ისმოდა სროლის ხმაც”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 179 ე მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები