ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქრთამის აღებაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა იმ მოტივით შეეფარდათ, რომ არსებობს დასაბუთებელი ვარაუდი, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების და ასევე, მიმალვის საფრთხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები