„ძველი ბიჭი ხარ, თუ ქალაქის მერი?“ – ნარმანიას ანგარიშის წარდგენამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)

„ძველი ბიჭი ხარ, თუ ქალაქის მერი?“ – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერს დავით ნარმანიას „თავისუფალი ზონის“ წევრმა, ბესო კალაძემ.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც დედაქალაქის მერს ორწლიანი მუშაობის ანგარიში უნდა წარედგინა, ინციდენტი მოხდა.
„თავისუფალი ზონის“ წევრმა, ბესო კალაძემ თბილისის მერს დედაქალაქში გაკეთებული საქმეების შესახებ ჰკითხა.
„თქვენ მესაუბრებით, “ბიჭოთი” და ძველი ბიჭი ხარ, თუ ქალაქის მერი ხარ? რა მდგომარეობაში ჩააგდეთ ქალაქი, იმაზე გაგვეცი პასუხი“, – მიმართა „თავისუფალი ზონის“ წევრმა დედაქალაქის მერს.
დაცვის თანამშრომლებმა ბესო კალაძე შენობიდან გაიყვანეს.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები