“სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად”

„თავისუფალი დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან სამუშია წინასაარჩევნო პერიოდს მშვიდს და სტაბილურს უწოდებს.
იგი პარალელებს ავლებს წინა წლების არჩევნებთან და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ხელისშემშლელ ფაქტორს ადგილი არ აქვს.
“სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. წინა წლებთან შედარებით, საარჩევნო კამპანია მიდის მშვიდ გარემოში.
პირადად მე, 2 თვის განმავლობაში არანაირი დაბრკოლება არ შემხვედრია ამომრჩეველთან შეხვედრის დროს და იმედია, ასეც გაგრძელდება“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე .
სამუშია ზედმეტად თვლის ხელისუფლების მიერ დაანონსებული „საარჩევნო პოლიციის „ ჯგუფების შექმნას, რადგან მისი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება ამომრჩეველს დაძაბავს.
“გამიგია ფინანსური პოლიცია, კრიმინალური და ა.შ, მაგრამ საარჩევნო პოლიცია მე არ გამიგია.
ეს იდეა არის მიუღებელი, რადგან ამით ამომრჩეველი დაიძაბება, მით უმეტეს, როცა ამის საჭიროება არ არსებობს“,-განაცხადა სამუშიამ.
რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებულ მემორანდუმს, ის „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მისაღებია.
“მემორანდუმი თავის დროზე ჩვენი ინიცირებული იყო, ამიტომ მასზე ჩვენი ხელმოწერა იქნება“,-განაცხადა ლევან სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები