ჩინეთსა და ტაივანში ტაიფუნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)

ჩინეთსა და ტაივანში მომხდარი ძლიერი ტაიფუნის შედეგად, საერთო ჯამში, 11 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ქალაქის ქუჩები დაიტბორა, მილიონობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ტაიფუნი ჩინეთის სანაპიროს წყნარი ოკეანის მხრიდან დაატყდა თავს.
ტაივანში ტაიფუნ „მალაკასს“ ძლიერი წვიმა მოჰყვა. აქ ერთი ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.
სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ეს ჩინეთში 1949 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.
14383559_10206817290782459_814074464_n 14383273_10206817290662456_2112245591_n 14388978_10206817290622455_1148274077_n 14348789_10206817290822460_1946249803_n 14371855_10206817290702457_1314887499_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები