“მემორანდუმი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, მისაღებია, რათა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგეს”

„ხელისუფლება გვთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმს, რაც ვფიქრობ, რომ მისაღებია“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“წევრმა, საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
“მემორანდუმი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს მისაღებია, რადგან არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს“,-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა, თუმცა “რესპუბლიკელისთვის” მოსალოდნელ საფრთხეებზე ხელისუფლების მხრიდან გახშირებული განცხადებების გაკეთება გაუგებარია.
“ერთის მხრივ, ხელისუფლება ეუბნება პარტიებს, დავჯდეთ ერთად და მემორანდუმზე და არჩევნების მშვიდობიან ჩატარებაზე ვიფიქროთო, მეორეს მხრივ, კი იგივე “ნაციონალურ მოძრაობას”, ვისაც სასაუბროდ იწვევს, ბანდად და საფრთხის შემცველად თვლის, ამიტომ აქ იქმნება პარადოქსული სიტუაცია“, -განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების საფრთხეს ვერ ხედავს, მისი აზრით, არეულობას მხოლოდ არჩევნების გაყალბება გამოიწვევს.
“არეულობას მხოლოდ ხელისუფლების ქმედება იწვევს არჩევნების დროს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს, ამის საფუძველი კი ქვეყანაში არ არსებობს.
არანაირი წინა პირობა არაა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებდეს. მე ვეთანხმები იმაში „ქართულ ცნებას“, რომ აიღებენ სალიდერო ადგილს არჩევნებში და არ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების მერე „ქართული ოცნება“ დატოვებს ხელისუფლებას, თუმცა პარლამენტი გვექნება მრავალპარტიული“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები