ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ – “ლუდის დარიგება დაიწყო”

“პატრიოტთა ალიანსის” გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ნოზაძე ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.
ნოზაძე ამბობს, რომ ოქრუაშვილმა მოსახლეობაში ჯერ ლუდის დარიგება დაიწყო, ამის შემდეგ კი კონკრეტულ უბნებზე სურსათი დაარიგა.
დეპუტატმა ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე პროკურატურას უკვე მიმართა.
“ამომრჩევლის მოსყიდვა სისტემატურად ხდება. მოსახლეობამ დამიდასტურა, რომ ოქრუაშვილმა სურსათი მათ იმიტომ მიუტანა, რომ ამ უბნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, ოქრუაშვილის კანდიდატმა გაიმარჯვა. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაული”, – განაცხადა ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები