გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები ჯიმითის, არაშენდისა და ჩალაუბნის მოსახლეობასთან გამართა.
შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრებზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და უმუშევრობის პრობლემებზე.
დავით სონღულაშვილი მოსახლეობას პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა. „გურჯაანში კონკრეტული რეფორმებია გასატრებელი ყველა მიმართულებით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რაიონი. ჩემი მიზანია, შევქმნა შესაძლებლობები, რათა ნებისმიერმა მონდომებულმა ადამიანმა შეძლოს, აკეთოს თავისი საქმე. მხოლოდ მაქსიმალური შრომით შევძლებთ წარმატების მიღწევას“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები