ჟირინოვსკი ე.წ. სამხრეთ ოსეთზე – “თუ უნდათ, რომელიმე რეგიონს შეუერთდნენ“

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებებს „მტრის წისქვილზე დასმულ წყალს“ უწოდებს.
ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება.
კერძოდ, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ მისი პარტიის პოზიციაა „არც ერთ რესპუბლიკას არსად არ დაეხმაროს“.
„ან თვითონ განვითარდნენ და არა რუსული ფულით ან რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ ან რომელიმე სხვა რეგიონს დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ პრესკონფერენციაზე.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისეთი დონის პოლიტიკოსი, როგორიცაა ვლადიმერ ჟირინოვსკი, უნდა იგებდეს, რომ ეს განცხადებები რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მტრების წისქვილზე  ასხამს წყალს და ორმხრივ ურთიერთობებს აზიანებს“.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟირინოვსკის ამ განცხადებებს რუსეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, „მსგავსი თემების მანიპულირების სურვილით“ ხსნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები