შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური წიგნები გამოიფინება

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი, უიშვიათესი და მსოფლიოს ხალხთა ენებზე ნათარგმნი გამოცემების გამოფენა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, ეს გამოცემებია: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, არაბული, იაპონური, ჩინური, იტალიური, აზერბაიჯანული, სომხური, მონღოლური, აფხაზური, ოსური, მეგრული, უზბეკური, მოლდავური, ადიღეური, რუსული, ტაჯიკური, ესტონური, ლიტვური, ბულგარული, პოლონური, და ა. შ.
გარდა მსოფლიოს ხალხთა ენებზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნისა“, გამოფენაზე გამოტანილი იქნება უძველესი ქართული გამოცემები და ხელნაწერები. მათ შორის, პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემაც. ასევე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძველი კოლექციონერების – ივანე და ვახტანგ ასლანიშვილების „ვეფხისტყაოსნის“ სრული კოლექცია.
გამოფენა  25 სექტემბრამდე გაგრძელდება. სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
მისამართი: მ. ალექსიძის N 1/4 (სპორტის სასახლის უკან).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები