ლევან გოგიჩაიშვილი: „ქართული ოცნება“ გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ საგარეო პოლიტიკას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
მორიგი შეხვედრები გაიმართა ჩიქოვანის, მიცკევიჩის, ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობასთან.
ლევან გოგიჩაიშვილი მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა. უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენ ვდგამთ სწორ, პრაგმატულ ნაბიჯებს. NATO – ში გაწევრიანება იყო და რჩება უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, მხოლოდ NATO – ს შესწევს უნარი, შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო რესურსები, უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება. ამავე დროს, ვაგრძელებთ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაღრმავდება აშშ-სთან პარტნიორობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისათვის“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-სთან ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რაც ამერიკასა და საქართველოს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობას გულისხმობს .
„ჩვენ შევძელით, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებით და პარტნიორებთან თანამშრომლობით კონფლიქტების ეფექტიანი პრევენცია მოგვეხდინა. საქართველო გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას მომავალშიც. გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, რუსეთთან კომპრომისზე არასოდეს წავა“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები